ახალი ამბები

პარლამენტი სპეციალური ეკონომიკური ზონების საკითხს განიხილავს

(თბილისი, 23 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კვლავ სპიციალური ეკონომიკური ზონების საკითხს განიხილავდნენ. ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი წარსდგა დეპუტატების წინაშე და მთავრობის პოზიცია დააფიქსირა.

“მე აქ მოსული ვარ, რომ მთავრობის პოზიცია დავაფიქსირო ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ამ ეტაპზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა მთელ რიგ პრობლებმებს წარმოშობს და ნაადრევია, თავად ამ პრინციპის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ასე ნაჩქარევად მისი მიღება არ შეიძლება” – განაცხადა მირიან გოგიაშვილმა, რომელიც მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოიფარგლა.

მისი თქმით, კონკრეტული დამადასტურებელი დასკვნა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა, სადაც დეტალურად არის ასახული თუ რა პრეტენზიები გააჩნია სამინისტროს.

კანონოპროექტის უარყოფითად შეფასება სამინისტროს მხრიდან პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშირეს ფრაქცია “აღორძინების” წევრებმა. მათი განცხადებით, ეს რომ აჭარის ინიციატივა არ ყოფილიყო, აქამდე კანონი უკვე ამოქმედდებოდა და პრეზიდენტის მხრიდანაც დადებითი შეფასება მიეცემოდა.

ეს ბრალდება უარყო, მირიან გაოგიაშვილმა და განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის საკითხის განსახილველად და კონსესუსისთვის.

კანონპროექტი სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ პარლამენტში “დემოკრატიულმა აღორძინებამ” წარადგინა.

Back to top button