
საქართველო და უკრაინა რეგიონში თავიანთი როლის შესახებ
(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – კიევში 23 აპრილს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე “უკრაინა და საქართველო რეგიონალური უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირების პროცესში – გამოცდილება, მიღწევები და შესაძლებლობები” გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ წამყვანი როლი უნდა შეასრულონ რეგიონის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში.
ამ კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც უკრაინაში 22-23 აპრილს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
კუჩმამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის მთავარი მიზანია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომამ ორ ქვეყანას მსგავსი პოზიციები უკავიათ შავი ზღვის და კავკასიის რეგიონებში კონფლიქტების მოგვარების მხრივ.