ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი სოჭოს შეთანხმების პირობების შესრულებას შეუდგნენ

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჩემი ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ დავიწყეთ პრეზიდენტ შევარდნაძისა და პუტინის მიერ სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების პრაქტიკული რალიზაცია”, – განუცხადა 24 აპრილს თბილისში ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინმა.

ამ შეთანხმების პირობების მიხედვით უნდა შეიქმნას სამთავრობათშორისო კომისიები, რომლებიც იმუშავებენ გალის რაონში დევნილთა დაბრუნების, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენისა და რეგიონის ეკონომიკის აღორძონების საკითხებზე.

დღეს ვალერი ლოშინინი ხვდება საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს.

ლოშინინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის დროს არ განიხილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების მანდატის პრობლემა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იგი სოხუმში ჩასვლასაც გეგმავს.

Back to top button