We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

აფეთქება მცხეთაში

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – მცხეთაში ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილის სახლთან დღეს აფეთქება მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ შემთხვევას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზეც გამოეხმაურნენ.

პარლამენტის წევრმა, მცხეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ხატიძემ აღშფოთება გამოთქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების ოპერატიულად ჩატარება მოთხოვა.

Back to top button