ახალი ამბები

თბილისს გაზის მიწოდება 3-4 დღეში აღუდგება

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “თბლიგაზი” თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდებას მთლიანად, სავარაუდოდ, 3-4 დღეში აღუდგენს. ამ დროისათვის უკვე მობილიზებულია 4,5 მლნ ლარი, რომელიც თბილისის მერიამ საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების შემდეგ მოიძია. “თბილგაზის” მიერ უკვე გადარიცხულია 800 ათასი ლარი.

საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერას” ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემდეგ გაიზრდება მოწოდებული ბუნებრივი აირის რაოდენობა. ამჟამად “თბილგაზს” მხოლოდ 300 მლნ კუბური მეტრი აირი მოიწოდება, რის გამოც უკვე მესამე დღეა გათიშულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე გაზის გამანაწილებელი ქსელი და თბილისის დიდ ნაწილს გაზი არ მიეწოდება.

Back to top button