We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ხაბურძანია აცხადებს პანკისში შესაძლოა კიდევ იყვნენ ტერორისტები

(თბილისი, 25 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით პანკისში კვლავ რჩება რამოდენიმე “ოდიოზური პირი.”

მოსკოვში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელშიც 50-მდე ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, 24 აპრილს გამოსვლისას ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პანკისში შესაძლოა იმყოფებოდეს “აჩიმეზ გოჩიაევი, რომელიც მოსკოვში 1999 წელს საცხოვრებელი ბინების აფეთქებაშია ეჭვმიტანილი.”

ხაბურძანიას თქმით საქართველოსა და რუსეთის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სპეცსამსახურები მჭიდროთ თანამშრომლობენ.

Back to top button