ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი მოსკოვში დსთ-ის სამიტში მონაწილეობს

(თბილისი, 25 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აფთანდილ ჯორბენაძე 24 აპრილს მოსკოვში გაემგზავრა, სად მონაწილიობას იღებს დსთ-ის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა სამიტში.

ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე აკაკი ზოიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე.

სხვა საკითხებთან ერთად სამიტზე განიხილება დსთ-ის ქვეყნებს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი პროგრამა.

 

Back to top button