ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს თამაშს გულშემატკივრებიც დაესწრებიან

(თბილისი, 26 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – უეფას სააპელაციო კომისიის 25 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველო-რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს, რომელიც 30 აპრილს ჩატარდება გულშემატკივრებიც დაესწრებიან.

შესაბამისად გაუქმდა უეფას ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მიხედვითაც საქართველო რუსეთის თამაშსზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება არ ჰქონდათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველო-ირლანდიის თამაშის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც მოედანზე დანა ისროლეს.

მსგავსი/Related

Back to top button