ახალი ამბები

ახმეტის რაიონში კვლავ სამხედრო წვრთნები გაიმართება

(თბილისი, 28 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – უახლოეს პერიოდში ახმეტის რაიონში თავდაცვის სამინისტროს ეგიდით მორიგი სამხედრო წვრთნები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ზუსტი დრო თუ როდის დაიწყება წვრთნები, სავარაუდოდ მაისის თვეში. წვრთნებში თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. მსგავსი სამხედრო წვრთნები გასულ წალსაც ჩატარდა.

მსგავსი/Related

Back to top button