ახალი ამბები

“ბრიტანეთის ავიახაზებს” რეისები არ შეუსრულებია

(თბილისი, 28 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბრიტანეთის ავიახაზებს” ქართულ მხარესთან შეთანხმების მიუხედავად ჩარტერული რეისები არ განუხორციელებია. “ქართულმა მხარემ ჩარტერული რეისების რაოდენობა შეზღუდა, კვირაში სამი რეისის ნაცვლად ორი რეისი დანიშნა, ეს ერთ-ერთი მიზიზია, რის გამოც ვერ მოხერხდა რეისების განხორციელება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “ბრიტანეთის ავიახაზების” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ შანიძემ.

მისი თქმით, ბრიტანეთიდან ჯერ კიდევ ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ მოსულა. ასევე გაურკევევლია ქართული მხარის პოზიცია.

ამ პერიოდში ლონდონში წამსვლელი მგზავრები სხვა ავიაკომპანიებით მესამე ქვეყნის – პრაღის ან პარიზის გავლით მგზავრობენ.

“ბრიტანეთის ავიახაზებს” ჩარტერული რეისები ქართულ მხარესთან შეთანხმების მიხედვით 29 აპრილამდე უნდა განეხორციელებინა. კომპანიის წარმომადგენელბი იმედოვნებენ, რომ შესაძლებელი გახდება ქართულ მხარესთან მოლაპარაკება.

კომპანიას რეგულარული რეისების განხორციელება საქართველოს პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების შემდეგ შეეზღუდა დავალიანებების და ქართულ ავიაკომპანიებთან კომერციული ხელშეკრულების არარსებობის გამო.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

მსგავსი/Related

Back to top button