ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

(თბილისი, 29 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქემალ ხარაზი. იგი საქართველოში აზერბაიჯანის დედაქალაქიდან ჩამოფრინდება.

ხარაზი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრისას ირანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გამართავს მოლაპარაკებებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში მარტის შუა რიცხვებისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მაშინ ვიზიტი, ერაყში შექმნილი სიტუაციის გამო გადაიდო.

მსგავსი/Related

Back to top button