ახალი ამბები

კავკასიის ქვეყნების პარლამენტის მეთაურთა შეხვედრა

(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პარლამენტების მეთაურთა შეხვედრა გაიმართება.

ასეთი ოთხმხრივი შეხვედრები ყოველ სამ თვეში ერთხელ იმართება გასული წლის ივლისიდან, რომლებზეც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილია აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტების მოწესრიგების პრობლემების განხილვა.

მსგავსი/Related

Back to top button