ახალი ამბები

გაერთიანებულ დემოკრატებს სურთ ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში

(თბილისი, 29 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს “გაერთიანებული დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ სურთ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გახდეს.

“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ორიოდე კვირის წინ უკვე გამოხატა სურვილი ნინო ბურჯანაძის მისი პარტიის რიგებში ხილვის შესახებ და განაცხადა, რომ იგი პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებს მართავს.

თავად ნინო ბურჯანაძემ 21 აპრილს განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს საკუთარ თავს პრეზიდენტის მხარდამჭერ საარჩევნო ბლოკში და მოლაპარაკებებს მართავს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

Back to top button