ახალი ამბები

აშშ-ის ელჩმა და ზურაბ ჟვანიამ მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს

(თბილისი, 29 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერს ზურაბ ჟვანიას შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს დაეთმო, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

“მე შეშფოთება გამოვთქვი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცსკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად არადემოკრატიულია,” განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს მაილსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button