ახალი ამბები

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილიში

(თბილისი, 29 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არმენ ხაჩატრიანი თბილისში ჩამოვიდა. 30 აპრილს იგი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის პარლამენტის სპიკერთა შეხვედრაში.

დღეს არმენ ხაჩატრიანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.

კავკასიის ოთხეულის შეხვედრა მეოთხედ ტარდება და მას შარშან ივლისში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა ჩაუყარა საფუძველი.

 

მსგავსი/Related

Back to top button