ახალი ამბები

“თბილგაზის” ხელმძღვანელობამ ურჩი გადამხდელების სია გამოაქვეყნა

(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “თბილგაზის” ხელმძღვანელობამ იმ ურჩი გადამხდელების სია გამოაქვეყნა, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა  საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერას” მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა.

ამ დროისათვის ურჩი გადამხდელების სიაში 33 საბიუჯეტო ორგანიზაციაა. მათი დავალიანების საერთო მოცულობა 557 069 ლარია.

“თბილგაზს” “იტერასათვის” უკვე გადახდილი აქვს მარტის თვის 320 ათასი დოლარი, თბილისის მერიამ კი 2050 ათასი დოლარი გადაიხადა. სულ გადახდილია 2370 ათასი დოლარი. დარჩენილი ვალის რაოდენობა 480 ათასი დოლარია.

“ამ თანხის გადაუხდელობა განპირობებულია ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულება-ორგანიზაციათა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დავალიანების გადაუხდელობით” – აცხადებენ “თბილგაზის” ხელმძღვანელები.

ამის გარდა “თბილგაზის” ანგარიშზე დადებული ორმაგი ყადაღის გამო ჩამოჭრილია 46,4 ათასი დოლარი.  ამ მიზეზების გამო უკევ 10 დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება თბილისის მოსახლეობის 60%-ს.

მსგავსი/Related

Back to top button