ახალი ამბები

პრეზიდენტი ოპოზიციას საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერის ზურაბ ჟვანიას განცხადებას გამოეხამურა, რომელმაც პრეზიდენტის მიერ წარმოდეგნილი საარჩევნო კოდექსში სესატანი ცვლილებების პროექტი დაიწუნა. პროექტის მიხედვით პრეზიდენტი ცსკო-ს 11 წევრიდან 9 თავად წარადგენს პარლამენტში დასამტკიცებლად.

“უკმაყოფილება იმის გამო, რომ პრეზიდენტი ერევა კომისიის დაკომპლექტებაში, გაუგებარია. თუ სადმე ზედმეტი გავაკეთე და ეს მოსაწონი არ არის, მაშინ ამოიღეთ ეს პუნქტი და ერთობლივად ვიმსჯელოთ”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

იგი ასევე პარლამენტის დეპუტატებს საარჩევნო კოდექსის დასახვეწად ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ერთობლივად უნდა მოხდეს არჩევნების ზუსტი დღის დადგენა.

მსგავსი/Related

Back to top button