ახალი ამბები

ქართული არმია ჩამოყალიბების 12 წლისთავს აღნიშნავს

(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები შექმნის 12 წლისთავს აღნიშნავენ.

თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები თბილისის სამხედრო აკადემიას და კოჯრის მე-11 ბრიგადას მოინახულებენ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქართულ არმიას შექმნის 12 წლისთავი მიულოცა და განაცხადა, რომ პრობლემების მიუხედავად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.

Back to top button