ახალი ამბები

ირანი უსაფრთხოების საკითხებში რეგიონში თანამშრომლობის მომხრეა

(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ვიზიტით ყოფნისას ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ 29 აპრილს განაცხადა, რომ კავკასიის ქვეყნებმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა განამტკიცონ რეგიონალური უსაფრთხოება.

თავის ქართველო კოლეგასთან ირაკლი მენაღარიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ქამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ სომხეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა რეგიონში უსაფრთხოების გამყარების მიზნით უნდა ითანამშრომლონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ “ჯერ-ჯერობით ნაადრევია რეგიონალური უსაფრთხოების ასეთ სისტემაზე საუბარი [რომელსაც ირანული მხარე გვთავაზობს], მაგრამ მომავალში ის აუცილებლად ჩამოყალიბდება”.

ქამალ ხარაზიმ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მზადყოფნა გამოთქვა დახმარებისთვის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში.

მან ასევე კმაყოფილება გამოთქვა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ვაჭრობის მოცულობის გაზრდის გამო.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა ბაქოდან და იმავე დღეს ერევანში გაემგზავრა.

მსგავსი/Related

Back to top button