ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკში ახალი მოძრაობა გაერთიანდა

(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახალი სახალხო მოძრაობა “ძლიერი სვანეთი საქართველოსთვის” არჩევნების წინ სახელისუფლებო ბლოკში ერთიანდება. ამის შესახებ განცხადება დღეს ფიალრმონიაში გამართულ პირველ ყრილობაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა გააკეთეს.

დღესვე ორგანიზაციას სათავეში პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად მუკბანიანი ჩაუდგა. ორგანიზაციის დაფუძნების მიზანია სვანეთის რეგიონის აღორძინება საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად.

მსგავსი/Related

Back to top button