ახალი ამბები

სამეცნიერო კონფერენცია საპატრიარქოში აფხაზეთს ეძღვნება

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – მეორე დღეა საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორიას ეძღვნება. “ამ შინაარსის კონფერენცია პირველად ტარდება და მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ მოხდეს ისტორიული დოკუმენტების გადახედვა, რომელიც აფხაზეთს ეხება და ადასტურებს, რომ საუკუნეების მანძილზე აფხაზეთში არსებული ეკლესიები საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებში იყო”, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას” საპატრიარქოში.

კონფერენციის ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებში რუსი სასულიერო პირების ჩასვლაც გახდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართა რუსეთის კათოლოკოს-პატრიარქს ალექსი მეორეს, რომლითაც შეახსენა, რომ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს დაქვემდებარებაშია.

საპატრიარქოში გამართულ კონფერენციას სასულიერო პირებთან ერთად მეცნიერები და ისტორიკოსები ესწრებიან.

მსგავსი/Related

Back to top button