ახალი ამბები

დეპუტატები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს ვერ ათანხმებენ

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტში დეპუტატები მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

მანმადე კი პარლამენტის დეპუტატები ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ძირითადად დეპუტატები საარჩევნო სისტემის რეფორმასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შესახებ ვერ თანხმდებიან.

დეპუტატები განიხილავენ ორ პროექტს, რომელთაგან ერთი სახელისუფლო და მეორე კი ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგელების მიერ არის წარმოდგენილი და ამ ორი პროექტის შეჯერებას ცდილობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button