ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტი ზუგდიდში რეგიონის ენერგომომარაგებას ეძღვნება

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის ბონდო ჯიქიას მიწვევით ზუგდიდში იმყოფება, სადაც რეგიონის ენერგომომარაგების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრაზე რეგიონის ყველა რაიონის წარმომადგენელმა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით ენერგომომარაგების გრაფიკი წარმოადგინეს. ზუგდიდგის რაიონი ხუთსაათიან ენერგომომარაგებას, მარტვილი – 4 და აბაშა რვასაათიანმომარაგებას მოითხოვენ.

წინასწარი შეთანხმებით, თუ ვერ მოხდება გრაფიკის მიხედვით მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდა, რაიონებს შეუწყდებათ ენერგიის მიწოდება. ასეთი ქმედება ყველა ურჩი გადამხდელის მიმართ განხორციელდება.

სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, გადახდის მაჩვენებელმა 50% მაინც უნდა შეადგინოს.

ზამთრის პერიოდში ამ რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია ხშირად რამდენიმე კვირის მანძილზე არ მიეწოდებოდა. რეგიონი ძირითადად ენგურჰესიდან მარაგდება.

მსგავსი/Related

Back to top button