ახალი ამბები

პრეზიდენტი მედიკოსებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მედიცინის დარგის წარმომადგენლებს მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საქართველოში არ შემოაღწიოს მსოფლიოში გავრცელებულმა ატიპური პნევმონიის ვირუსმა, რომლის შედაგადაც უკვე რამდენიმე ადამიანი გარდაიცნალა სხვადასხვა ქვეყნებში.

“ჩინურმა ვირუსმა, მე ასე ვუწოდებ ამ დაავადებას, ვინაიდან იქიდან გავრცელდა, საქართველოში არ უნდა შემოაღწიოს, ამისათვის თქვენი მობილიზებაა საჭირო და მანმადე კი ვიმედოვნებ, რომ სამკურნალო პრეპარატსაც გამოიგონებენ”, – განაცხადა დღეს სპორტის სასახლეში მედიკოსთა ყრილობაზე ედუარდ შევარდნაძემ.

დღეის მონაცემებით ამ ვირუსით დავადებულ ადამიანთა რიცხვი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათასზე მეტს აღწევს. 

მსგავსი/Related

Back to top button