ახალი ამბები

მზადდება “გაზპრომთან” თანამშრომლობის პროექტი

(თბილისი, 3 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში შექმნილი სპიციალური ჯგუფი რუსულ კომპანია “გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტზე მუშაობს. ჯგუფს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა ხელმძღვანელობს.

ხელშეკრულების პროექტის მომზადების შემდეგ უკვე დაიწყება მოლაპარაკებები კომპანიასთან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს გაზის მოწოდების ალტერნატიული გზაა. “გაზპრომმა” უკვე გააფორმა ხელშეკრულება თურქმენეთთან გაზის მოწოდების თაობაზე, რომლის მიხედვით, 25 წლის მანძილზე კომპანია 45 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

კომპანიის წარმომადგენელბი საქართველოსთან თანამშრომლობის მომხრენი არიან. კომპანიის დირექტორი ალექსეი მილერი უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს.

კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი უახლოეს პერიოდში მომზადდება. აქამდე საქართველოს გაზით მხოლოდ საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერა” ამარაგებდა.

მსგავსი/Related

Back to top button