ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ცსკო-ში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეყვანას ითხოვს

(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საპარლემენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენელბის მიერ დაკომპლექტების ინიციატივით გამოდის.

მისი განცხადებით, კომისიის დაკომპლექტება შესაძლებელია ეუთო-სა და ევროსაბჭოს წარმომადგენელბისგან. მათი დანიშვნა კი იმ პარტიების მიერ მოხდება ვინც 4% ბარიერი გადალახა არჩევნებში.

სააკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

სააკაშვილი “მრეწველების” ოფისში სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტების შეხვედრას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასკარადს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი კონსესუსს ვერ მიაღწევენ.

მსგავსი/Related

Back to top button