ახალი ამბები

“დემოკრატიის თასი 2003” – ტურნირი მინიფეხბურთში

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 2-დან 18 მაისის ჩათვლით ვაკეში, სპორტული სკოლა “ირაოს” მოედანზე მიმდინარეობს ტურნირი მინიფეხბურთში “დემოკრატიის თასი 2003”, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.

ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული გუნდები.

ტურნირის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის გამყარებას. ტურნირის საპრიზო ფონდი 1700 ლარს შეადგენს. პირველ ადგილზე გასული გუნდი ტურნირის თასს და 900 ლარის მიიღებს, მეორე ადგილზე გასული – 500 ლარს, მესამე ადგილზე კი – 300 ლარს.

მსგავსი/Related

Back to top button