ახალი ამბები

ჯარში გაწვევის გადავადების გადასახადი არ გაიზარდა

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ზოგიერთი ოპოზიციური ფაქციის დეპუტატები იმის წინააღმდეგ გამოდიან, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებისათვის დაწესებული გადასახადის მოხულობა გაიზარდოს. ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარის გიორგი ბარამიძის განცხადებით, გადასახადის გაზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

“ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ სამხედრო ვალდებულებას არ მოიხდის და თანხის გადახდით დააღწევს თავს, ვერ შეძლებს შემდეგ რომელიმე მაღალ თანამდებობაზე მუშაობას”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე პარლამენტის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ჯარში გაწვევის მიზნით ხდება სარწმუნობის შეცვლაც, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მხრიდან მკევთრი რეაქცია მოჰყვა. “სამარცხვინოა, თუ ეს მართლაც ასეა და საკუთარი ქვეყნის დაცვის მაგივრად ახალგაზრდები სარწმუნოებას იცვლიან”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პროექტის მიხედვით, გადასახადი 200 ლარიდან 600 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. დეპუტატების მოთხოვნით ეს პუნქტი ამოღებულია, ვიანიდან არ არის განსაზღვრული ამ თანხების გადანაწილების პრინციპი.

მსგავსი/Related

Back to top button