ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მიხელი სააკაშვილი დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ მაილსს შეხვდა. საუბარი 2 ნოემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად ჩატარებას შეეხო.

“მზად ვარ შევხვდე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და ვიმსჯელო მათთან ერთად არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასევე ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან”, – განაცხადა დღეს შეხვედრის შემდეგ რიჩარდ მაილსმა.

სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების დროს ისინი უყურადღებოდ არ დატოვებენ ხელისუფლების მხრიდან გაყალბების არც ერთ მცდელობას.

მიხეილ სააკაშილმა რიჩარდ მაილს ასევე გააცნო საკუთარი მოსაზრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელბით დაკომპლექტების შესახებ.  ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილი უკვე შეხვდა დიდი ბრიტანეთის ელჩს.

მსგავსი/Related

Back to top button