ახალი ამბები

“ბრიტანეთის ავიახაზები” ზაფხულისთვის საქართველოში რეისებს წყვეტს

(თბილისი, 9 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ავიაკომპანია “ბრითიშ მედითერანიან ეარვეისი” ზაფხულის პერიოდში წყვეტს თბილისი-ლონდონის მიმართულებით ყველა სახის რეისს განხორციელებას და ამის მიზიზად საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობას ასახელებს.

“იძულებულები ვართ დროებით შევწყვიტოთ რეისების განხორციელება, ვინაიდან უთანხმოების გამო მგზავრებს ვერ ვთავაზობთ რეგულარულ მომასხურებას. ჩევნ ყოველი ღონე ვიხმარეთ საჰაერო მიმოსვლის განსახორცილებლად, თუმცა უშედეგოდ”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საკითხის მოუგვრებლობის გამო მწუხარებას გამოთქვამს ასევე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დეზ ჰეზრიგტონი, რომელიც თბილიშიც იმყოფებოდა ქართულ მხარესთან მოლაპარაკების მიზნით, თუმცა უშედეგოდ.

“მე ვწუხვარ, რომ ზაფხულის პერიოდში კომპანია ვერ შეძლებს რეისების განხორციელებას, ბრიტანეთის მთავრობის, საელჩოს და კომპანიის მხრიდან მოლაპარაკების დიდი მცდელობის მიუხედავად”, – აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანია ყველა მგზავრს, ვისაც ამ დროისთვის ბილეთი აქვს შეძენილი, თანხის დაბრუნებას ან სხვა ალტერნატიული რეისით დანიშნულების ადგილამდე გადაყვანას ჰპირდება. ამისათვის მგზავრები კომპანიის ოფისს უნდა დაუკავშირდნენ.

კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ქართულ მხარესთან შეთანხმება მოხდება და  რეისები ზამთრის პერიოდისთვის (27 ოქტომბრისთვის) განახლდება.

ბრიტანეთის ავიახაზებს რეგულარული რეისების განხორციელება პარლამენტის 27 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ აეკრძალა, რომელიც უცხოურ ავიაკომპანიებს ადგილობრივი კომპანიების სასარგებლოდ თანხის და არსებული დავალიანების გადახდას ავალებდა, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button