ახალი ამბები

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წევრი საკუთარ კაბინეტში ცემეს

(თბილისი, 9 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წევრი ომარ გოგიას 8 მაისს საკუთარ კაბინეტში თავს დაესხა სამი მამაკაცი. სასტიკად ნაცემი გოგია საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ომარ გოგია თამაზ ნადარეიშვილის წარმომადგენელია დასავლეთ საქართველოში. მისი კაბინეტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაშია განთავსებული, სადაც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფისი და ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არის განთავსებული.

თამაზ ნადარეიშვილი გამორიცხავს რომ ინციდენტი პოლიტიკური მოტივების გამო მოხდა. ომარ გოგია, უფრო კომერციული საქმიანობით არის ცნობილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button