ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო ნაპოვნი რადიაციის წყაროს შესახებ ინფორმაციას ფლობდა

(თბილისი, 9 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი ლერი მესხი უარყოფს ინფორმაციას თბილისის მახლობლად რადიაციული ნივთიერება “ცეზიუმ 137”-ის კონტეინერბების აღმოჩენის შესახებ.

“ეს კონტეინერები კომპანია “ტრანსგაზზს” ეკუთვნის და მილების ტექნიკური შემოწმების დროს გამოიყენება. ეს კონტეინერები ახლა არ აღმოუჩენიათ ის რეესტრშია გატარებული და ჩვენმა სამსახურმა ამის შესახებ იცოდა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ლერი მესხმა.

მისი თქმით, ამ სახის კონტეინერები საქართველოს სხვადასხვა ადგილას მდებარეობს და მათ შესახებ ინფორმაცია სამსახურს გააჩნია. მისთვის გაუგებარია ამასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაში.

რადიაციული ნივთიერებით დატვირთული კონტეინერების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაცებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტმა 8 მაისს გაავრცელა.

მსგავსი/Related

Back to top button