ახალი ამბები

“ქართული ლიგა” და თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობის მემორანდუმს აწერენ ხელს

(თბილისი, 10 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ომის ვეტერანთა კავშირი “ქართული ლიგა” თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს მოაწერს ხელს. სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს ინვალიდი მეომრებისთვის დახმარების გაწევაზე და მათი საოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

ლიგაში გაწევრიანებული არიან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანები. გაერთიანების ლიდერია თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი. ლიგამ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.

მსგავსი/Related

Back to top button