ახალი ამბები

ჯორჯ რობერტსონი ერთდღიანი ვიზიტით ჩამოდის

(თბილისი, 13 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნატოს გენერალური მდივანი ლორდი ჯორჯ რობერტსონი თბილიში 14 მაისს მოსკოვიდან ჩამოვა. ვიზიტის დროს პირველი შეხვედრა რობერტსონს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ექნება. იქვე დაგეგმილია შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან.

საგარეო-საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ქართული მხარე ჯორჯ რობერტსონის ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და იმედოვნებს, რომ ის ხელს შეუწყობს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

Back to top button