ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭო სოჭის შეთანხმების ნაწილობრივი რეალიზაციის წინააღმდეგია

(თბილისი, 17 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელია შევარდნაძე-პუტინის სოჭის შეთანხმების არასწორი ინტერპრეტაცია და მისი ნაცილობრივი, “ამორჩევითი” რეალიზაცია.

კერძოდ, საუბარია სოჭის შეთანხმების მთელი კომპლექსიდან ცალკეული ნაცილების ამოღების მცდელობებზე, განსაკუთრებით, რაც ეხება რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ისე, რომ მხოლოდ ნაწილობრივ იქნას შესრულებული შეთანხმება დევნილების და ლტოლვილების აფხაზეთში დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კომუნიკაციების აღდგენის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, შეუძლებელია ამ იდეის იზოლირებულად განხორციელება – სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილი უნდა იქნას კონფლიქტის მოწესრიგების სხვა ღონისძიებების რეალიზაციის პარალელურად.

ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში, რომელიც 16 მაისის სხდომაზე იქნა მიღებული, ნათქვამია, რომ ნებისმიერი ცალმხრივი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე და დევნილი მოსახლეობის ორგანიზებული და უსაფრთხო დაბრუნების დაწყებამდე, ქართულიმხარის მიერ ჩაითვლება უკანონოდ და პრეზიდენტების შეთანხმების წინააღმდეგ მიმართულად.

ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო იტოვებს უფლებას მოითხოვოს შესაბამისი განმარტებები და მიიროს ადეკვატური ზომები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button