
ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება რუსეთთან თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის, – აცხადებს შევარდნაძე
(თბილისი, 19 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დიდ მნიშნველობას ანიჭებს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის ლორდ ჯორჯ რობერტსონის ვიზიტს. “მაღალი რანგის დიპლომატის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნატოს ჩვენს მიმართ კეთილგანყობილი დამოკიდებულება აქვს. ჩევნი ერთდადერთი მიზანი ახალა რეფორმების გატარებაა, და არამარტო სამხედრო სფეროში, ამით დაჩქარდება საქართველოს ნატო-ში გაერთიანება”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთს, რომლსაც ნატო-სთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურს. აქედან გამომდინარე, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება არ ეწინააღმდეგება რუსეთთან თანამშრომლობას.
“ნატო-ში გაწევრიანება დროის ფაქტორია, ეს შეიძლება მომავალ წელს არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად მოხდება უმოკლეს პერიოდში. ამისათვის შექმნილია საგანგებო კომისია ჩემი ხელმძღვანმელობით და ყველა საკითხზე, რაც დააჩქარებს გაწევრიანებას, დეტალურად ვიმსჯელებთ” – აცხადებს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ამის ერთ-ერთი პირობაა საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაც, რისთვისაც პრეზიდენტი ყველა პარტიას კიდევ ერთხელ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.