ახალი ამბები

პოლიციამ გაათავისუფლა გატაცებული რუსეთის მოქალაქე

(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – შსს-ის ცნობით, ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაციის შედეგად 19 მაისს გაათავისუფლეს გატაცებული რუსეთის მოქალაქე.

რუსეთის მოქალაქე გაი მოვსესიანი 5 მაისს ვოლგოგრადში გაიტაცეს და საქართველოში გადმოიყვანეს. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი გამტაცებელი დააკავეს.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გატაცების მიზანი მძევლის გათავისუფლებისთვის გამოსასყიდის მიღება იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button