
ახალი ამბები
“გაერთიანებული დემოკრატები” სახელისუფლებო ბლოკს ფიასკოს უწინასწარმეტყველებენ
(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატები” საპარლამენტო არჩევნების დღეს – 2 ნოემბერს სახელისუფლებო ბლოკის ფიასკოდ აცხადებენ.
“შევარდნაძე უნდა შევცვალოთ საკუთარ სისტემასთან ერთად. 2003 წელი ქართველი ხალხის ფეხზე დადგომის წელი უნდა იყოს”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ პარტიულ კონფერენციაზე 19 მაისს.
პარტია არჩევნებამდე ამომრჩეველის ზუსტი რაოდენობის დასადგენად სპეციალურ აქციას იწყებს. კონფერენციაზე პარტიის წევრი მიხეილ მაჭავარიანი “გარეთიანებული დემოკრატების” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.