ახალი ამბები

“ეი-ი-ეს თელასი” გაუმრიცხველიანებელ უბნებს 24 საათიან მომარაგებას პირდება

(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – კომპანია “ეი-ი-ეს თელასი” იმ უბნებს, სადაც მრიცხველები არ არის გამოტანილი მოქალაქეთა ბინებიდან, 24 საათის განმავლობაში მიაწვდის ელექტროენერგიას, თუ მოსახელობა დროულად გადაიხდის მოხმარებული ენერგიის საფასურს. ამის შესახებ დღეს განცხადება კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. აქამდე ამ უბნებს ენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა.

ირიბარენმა ასევე ისაუბრა შემთანხმებელი კომისიის შესახებ, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ მთავრობისა და კომპანიას შორის შეიქმნა და სადავო საკითხების მოგვარება დაეკისრა.

ამჟამად კომისიის მუშაობა შეჩერებულია, ვიანიდან მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. კომისიაში მთავრობის მხრიდან სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა, ხოლო კომპანიიდან თავად ხელმძღვანელობა იყო წარმოდგენილი.

Back to top button