ახალი ამბები
ვალერი ლოშინინი ედუარდ კოკოითის შეხვდა
(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 21 მაისს რუსეტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშინინი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის შეხვდა.
კოკოიტიმ განაცხადა, რომ ქართულ-ოსური მოწესრიგების პროცესში ეკონომიკური პრობლემების გადაუჭრელობა ნეგატიურად მოქმედებს მოლაპარაკებების პროცესზე.
შეხვედრაზე მხარდაჭერა გამოთქვეს შერეული საკონტროლო კომისიის მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიმართულია კონფლიქტის ზონაში ეკონომიკის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების თაობაზე 2000 წლის 23 დეკემბერის რუსეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო ხელშეკრულების რეალიზაციის აქტივიზაციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)