
თბილისი და სოხუმი ერთმანეთს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებენ
მეორე დღეს საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ უარყო “ეი-ბი-სი ნიუს”-ის ინფორმაცია საქართველოში ტერორისტული ბანაკების არსებობის შესახებ. “საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამორიცხულია ტერორისტებისა და “ბოევიკების” მოსამზადებელი ბანაკების არსებობა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი დაჯგუფებები არაკონტროლირებულ ტეროტორიებზე იყოს. კერძოდ, კი აფხაზეთში”, – განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ. მან ჯერ კიდევ 2002 წელს გააკეთა განცხადება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ხომალდის “ავრასიას” გატაცების ორგანიზატორის თოფ ჯანის შესაძლო ყოფნის შესახებ. “აფხაზეთის ტერიტორიაზე, დადასტურებული ფაქტებით გვაქვს ინფორმაცია, რომ იმყოფებიან “ალ-ქაედას” დაჯგუფებები, ბზიფის ხეობაში მათ გააჩნიათ სოლიდური საწვრთნელი ბაზა, სადაც ამზადებენ ტერორისტულ ჯგუფებს და აგზავნიან სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა დავით შენგელიამ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას. იგი ასევე საუბრობს ქართველების მიერ აყვანილი “ალ-ქაედას” დაჯგუფების ერთ-ერთ წევრზე, რომელიც დაჭრილი იყო და გარდაიცვალა, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა და დაკითხვა. შენგელიას თქმით, ეს დაახლოებით, თვენახევრის წინ მოხდა. დავით შენგელიამ ეს განცხადება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის გივი აგრბას ინფორმაციის შემდეგ გააკეთა, რომლის განცხადებით, “ალ-ქაედას” დაჯგუფება ზუგდიდში იმყოფება და პარტიზანებთან – “ტყის ძმებთან” აქვს კავშირი. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო აფსნი-პრესმა გაავრცელა. შენგელია უარყობს ასეთი კავშირების არსებობას. საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხის განხილვას ბიძგი მისცა 6 მაისს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ნიკოლია სარკოზის განცხადებამ “ალ-ქაედას” ცენტრების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმონაცვლების შესახებ. “ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ უშიშროების სამინისტრო და სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით ტერორისტული ბაზების გადაადგილება, განსაკუთრებით პანკისის ხეობაში”, – განაცხადა ფრანგი მინისტრის საპასუხოდ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ. მეორე დღეს ამ თემაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ იმსჯელა. უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მსგავს ინფორმაციას ის ავრცელებს, ვისაც არ სურს საქართველოში სტაბილიზაცია. “საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებები იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში, მაგრამ ახლა, სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ ტერორისტები იქ აღარ არიან”, – – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა. მაგრამ იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ ასეთი დაჯგუფებები საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა 22 მაისს განაცხადა, რომ თურქეთსა და აფხაზეთს შორის ტვირთებისა და ადამიანების უკონტროლო მიმოსვლა გამორიცხული არ არის. მისი თქმით, ქართველმა მესაზღვრეებმა რამდენჯერმე დააკავეს აფხაზეთიდან მომავალი თურქული გემები. აფხაზეთის მიმართულებით საეჭვო ხომალდების გამგზავრების შესახებ ქართულ მხარისთვის ხშირად თურქ კოლეგებსაც მიუწოდებიათ ინფორმაცია, მაგრამ იმის გამო რომ ხომალდები კერძო საკუთრებაა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში მათი მფლობელები აცხადებენ, რომ რუსეთში მიემართებიან, თურქეთის სახელმწიფო უწყებები მათ ვერ აკონტროლებენ, ქართულ მხარეს კი აფხაზეთში შესვლის საშუალება არ აქვს. იგივეს აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე, რომლის თქმითაც “ასეთი დაჯგუფებები არსებობენ ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება”. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიათბილისმა და სოხუმმა ერთმანეთს საკუთარ ტერიტორიებზე ტერორისტების შეფარებაში დასდეს ბრალი. ურთიერთბრალდებების საბაბი გახდა ამერიკულ ტელეკომპანია “ეი-ბი-სი”-ს მიერ 20 მაისს გავრცელებული ცნობა საქართველოში ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკების არსებობის თაობაზე.
მინისტრის ინფორმაციით, იგი შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ მაილსს, რომელმაც მას განუცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელსაც თავის ცნობაში ეყრდნობა ტელეკომპანია “ეი-ბი-სი”, მისთვის არანაირი მოცაცემები არ გადაუცია.
“ჩემთვის ცნობილი არ არის ტერორისტების საქართველოში ყოფნა. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ვითარებაა, თუმცა ტერორისტთა მცირე ნაწილი შეიძლება რჩებოდეს პანკისის ხეობაში”, – განუცხადა 21 მაისს ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მაილსმა.
ტერორისტების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნას ადასტურებს პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმების” ყოფილი ლიდერი, ამჟამად გალის რაიონის გამგებლის მოადგილე (დევნილობაში) დავით შენგელია.
“კარგი იქნება თუ ამ ტერორისტების გამოვლენაში საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან, პირველ ეტაპზე მონიტორინგის ჩატარება მაინც არის შესაძლებელი, შემდეგ კი გამოჩნდება მოქმედების გზა”, – განაცხადა ბარამიძემ.