ახალი ამბები

პუტინმა შევარდნაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

(თბილისი, 26 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ედუარდ შევარდნაძე მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა ეროვნული დამოუკიდებლოს დღესთან დაკავშირებით.

როგორც სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება, თავის ტელეგრამაში რუსეთის პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ კონსტრუქციული და დაინტერესებული დიალოგი ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრთან დაკავშირებით ქართულ-რუსულ ურთიერთობებს უფრო მაღალ დონეზე გაიყვანს, შესაძლებელს გახდის მიეცეს ამ ურთიერთობებს რეალური კეთილმეზობლური ურთიერთობების ხასიათი, რაც დამახასიათებელი იყო ჩვენი ხალხებისთვის საუკუნეთა მანძილზე.

Back to top button