
“გაზპრომის” მეთაური თბილისში საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს
(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩამიოვიდა რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის’ გენერალური დირექტორი ალექსეი მილერი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
მოლაპარაკებებზე საქართველოსა და “გაზპრომის” მომავალი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ალექსეი მილერი უკვე შეხვდა საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელებს და სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს. ამჟამად მილერი პრეზიდენტ შევარდნაძეს ხვდება.
საქართველო გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე.
საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარისთვის უკეთესი იქნება, თუ ბუნებრივი აირის რამდენიმე მომწოდებელი ეყოლება. აქამდე ამ საწვავის ერთადერთი შემომტანი რუსეთიდან საქართველოში კომპანია “იტერა” იყო.