ახალი ამბები

შევარდნაძე სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. ორი დღის განმავლობაში იგი მონაწილეობას მიიღებს ქალაქის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

დღესვე დაგეგმილია დსთ-ის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების არაოფიციალური ორსაათიანი შეხვედრა, რის შემდეგაც ლიდერები მასმედიის წარმომადგენლებს გაესაუბრებიან შეხვერდაზე განხილული თემების გარშემო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე აფხაზეთში განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გახანგრძლივების საკითხი განიხილონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button