ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგში აფხაზეთის საკითხის განხილვია თაობაზე

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე არ ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა არაფორმალურ სამიტზე აფხაზეთის საკითხისა და რუსეთის სამშვიდობო ჯარებისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე.

“ასეთ არაოფიციალურ და ხანმოკლე შეხვედრების დროს არასდროს არ არის საუბარი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მით უმეტეს, იმ დოკუმენტის ხელისმოწერაზე, რომელიც სამშვიდობოებისთვის მანდატის გაგრძელებას ითვალისწინებს”, – განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.

დღეს სანკტ-პეტერბურგში ქალაქის 300 წლის საიუბილეო ღონისძიებების პარალელურად შედგა დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა ხანმოკლე შეხვედრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button