
ახალი ამბები
კოდორში გაეროს დამკვირვებლები გაიტაცეს
(თბილისი, 5 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს დილის 10 საათზე დაუდგენელი პირების მიერ კოდორის ხეობის სოფელ გერთვისში გაეროს დამკვირვებელთა ოთხკაციანი ჯგუფი გაიტაცეს. მათთან ერთად იმყოფებოდნენ რუსი სამშვიდობოები, თუმცა ისინი გამტაცებლებმა გამოუშვეს.
“ამ დროისათვის ჩვენთვის დეტალები არ არის ცნობილი, მიმდინარეობს გამოძიება და გამტაცებლების ვინაობის დადგენა, ასევე გატაცების მიზეზების გარკვევა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაურმა თამაზ ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, შესაბამისმა უწყებებმა დროულად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფაქტს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი შეფასება მიეცემა. ამ დროისთვის უკვე კოდორში იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენელბი.