ახალი ამბები

სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

(თბილისი, 5 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა.

ინციდენტი დღეს ორთაჭალაში მოხდა. სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომელმა დაუმორჩილებლობის გამო ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას, სადაც ოთხი პიროვნება იჯდა.

ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სპეცსამსახურის თანამშრომელი. პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

Back to top button