ახალი ამბები

აფხაზეთში გაეროს გერმანელი და დანიელი დამკვირვებლები, ასევე ადგილობრივი თარჯიმანი გაიტაცეს

(თბილისი, 5 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის ინფორმაციით, დღეს კოდორის ხეობიდან ორი გერმანელი მოქალაქე, ერთი დანიელი და ერთიც ადგილობრივი თარჯიმანი გაიტაცეს.

გაეროს დამკვირვებელთა მისიის ჯგუფი, რუსი სამშვიდობოების თანხლებით, პატრულირებას აწარმოებდა კოდორის ხეობაში.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის თბილისის წარმომადგენლობამ დაადასტურა ინფორმაცია, თუმცა თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას ხეობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button