ახალი ამბები

ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტთან ცსკო-ს საკითხი განიხილა

(თბილისი, 24 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა ჟან მიშელ ლაკომბმა 24 ივლისს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ახალი საარჩევნო კოდექსი განიხილეს.

აშშ-ის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეკომენდაციების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარეს ეუთო დანიშნავს.

ცსკო-ს თავჯდომარის გია ზესაშვილის განცხადებით, ეუთო მზად არის ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნის თაობაზე რეკომენდაციების გასაწევად, თუმცა, ამ პროცესის დეტალები კანონით უნდა განისაზღვროს. 

Back to top button