
ახალი ამბები
ავარია ენერგოსისტემაში
(თბილისი, 23 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართევლოს დასავლეთი და აღმოსავლეთი რეგიონების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “ქართლი 2”-ის დაზიანების გამო დღეს დაახლოებით 13:30 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისს და საქართველოს რამდენიმე რაიონს.
ავარიის გამო ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგია დედაქალაქში არც სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს და მეტროპოლიტენს მიეწოდებოდა. ამ დროისათვის ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის ავარიის გამომწვევი მიზეზები.